Lactalis

Eng | Geo

წარმატების ისტორიები

ლაქტალისის ჯგუფის მთავარი საყრდენი  და წარმატების საწინდარი მთელს მსოფლიოსა და საქართველოში არიან მასში მომუშავე ადამიანები, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ღირებულებებს.  სწორედ ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევთ პერსონალის განვითარებასა და ტრენინგებს. ჩვენს თითოეულ დასაქმებულს აქვს თანასწორი  უფლება კარიერული და პროფესიული  ზრდის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენს კომპანიაში უამრავი ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს  საერთო ამბიციური მიზანი გვაერთიანებს – მსოფლიოს გავაცნოთ საუკეთესო რძის ნაწარმი!

#LACTALIS EXPERIENCE

გიორგი მაზანიშვილი – კომპანიაში  მუშაობს 2012 წლიდან და პირველი ნაბიჯები  სპეციალისტის პოზიციაზე გადადგა. დღეს ის მთავარი ინჟინერია და წარმატებული ახალგაზრდების მენტორინგით თავად არის დაკავებული.

ბექარ ქოჩლაძე – ავტომატიზაციის მენეჯერი.  ჩვენს გუნდს 2017 წელს შემოუერთდა და ლაქტალისის ჯგუფში, კომპანიისგან  სრული დაფინანსებით, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამ თვიანი კურსი საზღვარგარეთ გაიარა.

#LACTALIS EXPERIENCE

ირაკლი საური – 2010 წლიდან განვითარების დიდი გზა განვლო და 2021 წლიდან წარმოების უფროსია, დღეს იგი ერთ-პროფესიონალიზმის ენაზე საუბრობს წარმოშობით უკრაინელ კოლეგა მაია დმიტრუკთან.

მაია დმიტრუკი წარმოების ტექნოლოგი გახლავთ, ის 2013 წლიდან  ზრუნავს ყველასათვის საყვარელი, სასარგებლო და გემრიელი პროდუქტების შექმნა- სრულყოფაზე.

#LACTALIS EXPERIENCE

სოფიკო ლორია – ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციიდან 2020 წელს დაწინაურდა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თანამდებობაზე და ლაქტალისის ჯგუფის სტანდარტების მიხედვით, წარმატებით უძღვება ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს.

ლევან ცეკვაშვილი – მულტიპროფილური პროფესიონალი, ტრენერი, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებით სახანძრო და შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ასევე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს სამშენებლო პროექტებს.