Lactalis

Eng | Geo

ლაქტალის ჯგუფის ისტორია

1930

დასაწყისი

1933 წელს 19 ოქტომბერი Lactalis-ის დასაწყისად ითვლება. ამ დღეს ანდრე ბენიე აწარმოებს თავის პირველ 17 კამამბერს ლავალში 35 ლიტრი რძისაგან,   რომელიც ახლომდებარე ადგილებში შეაგროვა. ასე დაიწყო ანდრე ბენიეს კომპანიის დაარსების ისტორია. კოლეგები მის დასახმარებლად მალე შეიკრიბნენ. პირველი ბრენდის სახელი იყო “Le Petit Lavallois” თავისი ემბლემით, შუასაუკუნოვანი ლავალის ნიშნით, რომელიც ხარისხის სინონიმად იქცა.

1940

შეგროვებული რძე - 10 000 ლიტრი

1940–იან წლებში კომპანია იწყებს ზრდას. იზრდება იმ ფერმერების რიცხვიც, რომლებიც რძით ამარაგებენ. 1948 წელს კომპანია ხდება “ SARL Societe Laitiere de Laval A. Besnier&Cie”  და შეგროვებული რძის რაოდენობა აჭარბებს 10 000 ლიტრს. ეს შესაძლებელი ხდება ანდრე ბენიეს დინამიური, გამჭრიახი პოლიტიკის წყალობითა და  25 დასაქმებულის დახმარებით.

დასაწყისიდანვე ბენიეს კომპანიას აქვს წარმატების გასაღები, რომელიც რჩება მემკვიდრეობით 80 წლის შემდეგაც – რძის მიმართ დიდი სიყვარული, მაღალი ხარისხის სტანდარტები, ბიზნესგამჭრიახობა და საუკეთესო თანამშრომლები.

1950

მიშელ ბენიეს მემკვიდრეობა მამისგან - ანდრე ბენიესგან

შორსმჭვრეტელი ბიზნესმენი ანდრე ბენიე მნიშვნელოვნად ავითარებს თავის საქმიანობას 1950–იანი წლების პირველ ნახევარში, რადგან რძის ნაწარმის სექტორი  უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ის ამრავალფეროვნებს თავის შეთავაზებას –  იწყებს კარაქისა და ნაღების წარმოებას. ზუსტად ისე, როგორც კამამბერის შემთხვევაში,  რომელმაც შექმნა ბენიეს კომპანიის რეპუტაცია (რებრენდინგებული როგორც “Le Voyageur”,) ყველა სხვა პროდუქციის წარმოებისას მთავარია ხარისხი. ეს ყველაფერი კი ერთი საერთო მიზნის – სრულყოფილების მისაღწევად.

ამბიციური კაცი, ანდრე ბენიე, იწყებს რძის გაყიდვას და არის ერთ–ერთი პირველი, ვისაც გააქვს ლიტრიანი რძის ბოთლი  ბაზარზე ბრენდული სახელით “SSL Le BON Lait”.

1955 წელს ანდრე ბენიეს გარდაცვალების შემდეგ კომპანიას მისი ვაჟი, მიშელი,  მემკვიდრეობით იღებს. მამამისივით თავისი სამსახურით გატაცებული მიშელ ბენიე აგრძელებს ოჯახურ სამეწარმეო საქმეებს და ორ წელიწადში აორმაგებს წლიურ ბრუნვას.

1960

გადამწყვეტი პერიოდი

1960-იანი წლები კომპანიისათვის გადამწყვეტია. მომხმარებელთა მხრიდან დიდ მოთხოვნას ემატება ხელსაყრელი ეკონომიკური კონტექსტი და დისტრიბუციის ახალი მოდელები. მიშელ ბენიეს ხელმძღვანელობით იქმნება კომპანიის წარმატების მოდელი ინდუსტრიული გამოცდილებით, ხარისხით, ინოვაციებით, რძის დამუშავების დაინტერესებითა და ძლიერი საგარეო ზრდით.

რძის ნაწარმის არაერთი კომპანია დასავლეთ საფრანგეთიდან აგრძელებს ბენიეს კომპანიასთან გაერთიანებას, რაც  ზრდის შეგროვებული რძის მოცულობას. ისინი ასევე ხელს უწყობენ პროდუქციის ზრდას და ეხმარებიან საფრანგეთში სუპერმარკეტების მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

მიშელ ბენიემ იცის, რომ ინდუსტრია იცვლება და უნდა იყოს მოწინავე ხაზზე. ამიტომაც ის  ქმნის ბრენდ “President” -ს, რომელიც იქცა კომპანიის წამყვან პროდუქტად. ცვლილებებია “Lait 2000”-ის შემთხვევაშიც. ეს იყო  პირველი რძე, რომელიც იყიდებოდა Tetra Pak შეფუთვით და დიდი ზეგავლენას მოახდინა ფრანგი მომხმარებლების ჩვევებზე.

1970

პირველი ნაბიჯები ატლანტიკის გაღმა

ბენიეს კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამს შეერთებული შტატების ბაზარზე. განსაკუთრებული პროდუქტი არის ბრი –  ყველი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს ამერიკელ მომხმარებელს. 1972 წელს, დარწმუნებული President-ის  ბრენდის პოტენციალითა და მისი კამამბერით, მიშელ ბენიე გაბედულ  ნაბიჯს დგამს და ქმნის ყველის ახალ, თანამედროვე ქარხანას დომფრონტში,  ნორმანდიის საძოვრებში.

უახლოესი ინოვაციებით დომფრონტის ყველის ქარხანა რჩება დიდი მნიშვნელობის მქონე ადგილად და რბილი ყველის ყველაზე დიდ მწარმოებლად.

1980

განვითარების სწრაფი დინამიკა

მიშელ ბენიესთვის 1980–იანი წლები არის სწრაფი განვითარების პერიოდი. გაიზარდა საგარეო მუშაობა, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებში. კომპანია მკვიდრდება 1981 წელს ბელმონტში,  ექვსი წლის შემდეგ ქარხანას აშენებს  კალიფორნიაში.

თავისი წარმოშობის ერთგული მიშელ ბენიე არ ივიწყებს საქმიანობის განვითარებას საფრანგეთში. 1980–იანი წლების დასაწყისში ის შეისყიდის ყველის საწარმოს Claudel-Roustang  და Atlalait. მიმოქცევაში ჩაუშვებს თხის ყველს.

პარალელურად, 1984 და 1985 წლებში, მიშელ ბენიე აგრძელებს ინვესტიციებს ინდუსტრიულ მექანიზმებში და აშენებს იოგურტის საწარმოს ლავალში. ამას მოყვება ყველის წარმოების ადგილი  ემანთალერს შარშინიერში, ჩრდილოეთ მეიენში, დარწმუნებული იმაში, რომ ეს ბაზარი მალე განვითარდება.

არანაკლებია 1980–იანი წლების საბოლოო შენაძენი. Lactel სწრაფად ხდება კომპანიის წამყვანი ბრენდი სასმელ რძეში.

1990

იტალია - ყველის კიდევ ერთი ქვეყანა

წარმატებული ბიზნეს პროექტებით მიშელ ბენიე გადაწყვეტს, გააგრძელოს ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინასა და პოლონეთში, ასევე ეგვიპტესა და იტალიაში – ყველის კიდევ ერთ ქვეყანაში. იწყებს ემბლემურ მოცარელას სექტორს Locatelli–ს შეძენით, რომელიც მოცარელას მესამე უდიდესი  ბრენდია ბაზარზე. საფრანგეთში 1990 წელს ორი მსხვილი კომპანია უერთდება ბენიეს ჯგუფს: ისტორიული მეტოქე Bridel და Societe des Caves de Roquefort. 1999 წელს ბენიეს კომპანია იცვლის სახელს და მას ერქმევა Lactalis, რადგან ჩნდება მოთხოვნა,  რომ სახელი უფრო მარტივად წარმოსათქმელი იყოს ხუთივე კონტინენტისთვის.

იმავე წელს, ისტორიული ყველის ქარხნის მიმდებარედ, ლავალაში, მიშელ ბენიე საფუძველს უყრის მუზეუმს Andre Besnier Lactopole  და ამით პატივს მიაგებს სარძეო მეურნეობის პროფესიას.

2000

ძლიერი ზრდა

ახალი დეკადა იწყება სამწუხარო ამბით – მიშელ ბენიეს გარდაცვალებით, რაც გამანადგურებელი იყო ყველა თანაშრომლისთვის. თუმცა ოჯახი ინარჩუნებს ამ კომპანიას. მას მიიღებს მისი ვაჟი – ემანუელ ბენიე.

მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, რომელიც 2008 წელს ფინანსური კრიზისის გამო იყო გამოწვეული, Lactalis Group ინარჩუნებს მყარ ზრდას 2000 წლიდან მოყოლებული. ორივე უდიდესი მოვლენა ხდება 2006 წელს წამყვანი იტალიური ბრენდებით  – Galbani და ევროპული ერთობლივი საწარმო გაცივებული რძის პროდუქციისთვის “Nestle”-სთან, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდებს, განსაკუთრებით, La Laitiere, დაიბრუნოს მომგებიანი ზრდა.

მომდევნო წელს წამყვანი ხორვატიული რძის ნაწარმის კომპანია Dukat უერთდება Lactalis-ის ჯგუფს.

2010

გლობალური ლიდერი რძის ნაწარმში

2010 წელს იტალიის შემდეგ  ესპანეთი ხდება მთავარი ბაზარი Lactalis-ისთვის რძის ნაწარმის სამი კომპანიით: Forlasa, Puleva  და Sanutri.  შესაბამისად, მუშაობდნენ ყველზე, სასმელ რძესა და ახალშობილის საკვების ბაზარზე.

2011 წელი არის ის დრო, როდესაც Lavallois Group პოზიციონირებს როგორც გლობალური ლიდერი რძის ნაწარმში, 14000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ხდება მთავარი აქციონერი ,,პარმალატში“ (წამყვანი იტალიური სასმელი რძის კომპანია)  და  აღწევს კომპანიის 4 მილიარდ დოლარიან ბრუნვას.

კომპანია ფუნქციონირებს იმ ტერიტორიებზე, სადაც არის რამდენიმე Lactalis Group საწარმო ან საერთოდ არ არის და ამით ბრწყინვალე დამატებითი მოქმედების ზონას ქმნის. ასეთ დონეზე მუშაობით Lactalis-ს აქვს უნარი, მიაღწიოს დინამიურ და შემოსავლიან ზრდას როგორც ტრადიციულ განვითარებულ ბაზარზე, ასევე განვითარებად ქვეყნებში. სასმელი რძე ხდება ჯგუფის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ყველის შემდეგ.

2013 წელს კომპანია მტკიცედ მკვიდრდება სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპაში და ხდება მთავარი აქციონერი სლოვენურ კომპანიაში Ljubjanske Mlekarne (ადგილობრივი წამყვანი რძის მწარმოებელი).

Lactalis  ჯგუფი 2014 წელს Harvey Fresh  კომპანიის მეშვეობით მიზანს აღწევს და ვითარდება ავსტრალიაში, რაც საშუალებას აძლევს ჯგუფს, დაფაროს ყველა დღიური კატეგორია ავსტრალიაში.  ის ასევე ფართოვდება ინდოეთში Tirumala–ს შეძენით, რომელიც არის რძის ნაწარმის მთავარი კომპანია ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში.

2011

საქართველო

2011 წელს ლაქტალის ჯგუფი შემოდის საქართველოში. 2016 წლიდან ლაქტალის ჯგუფი ხდება სანტეს წილის მფლობელი.