Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა

საწყობის მენეჯერი - ხაშური

  • გამოქვეყნების თარიღი:ოქტომბერი 30, 2023
  • Views 41
0 Applications
ვაკანსიის აღწერა

“ლაქტალის ჯორჯია” (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ხაშურში.

ძირითადი მოვალეობები:

  1. საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა (როგორებიცაა, პროდუქციის მიღება/დასაწყობება, საწყობის ნაშთების კონტროლი, ვადაგასული წუნდებული პროდუქციის მიღება და ჩამოწერა);
  2. საწყობის თანამშრომელთა შორის სამუშაოს გადანაწილება, კოორდინირება და მართვა;
  3. თანამშრომელთა სამუშაო განრიგის განსაზღვრა და კონტროლი;
  4. შეკვეთილი პროდუქციის სწორი განაწილების უზრუნველყოფა სადისტრიბუციო მანქანებში;
  5. აღწერების დაგეგმვა და შესაბამისი რეპორტის მომზადება;
  6. სხვადასხვა პროექტებში აქტიური ჩართულობა;

ძირითადი მოთხოვნები:

  1. უმაღლესი განათლება;
  2. მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  3. საოფისე პროგრამების ცოდნა;
  4. გუნდური მუშაობის უნარი;
  5. დეტალებზე ორიენტირებულობა;
  6. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ან დარეკოთ ნომერზე: 591 12 83 61.

გაცნობებთ, რომ “ლაქტალის ჯორჯიას” მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.