ვაკანსიის აღწერა
კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” იწვევს საქართველოს რეგიონებიდან სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველებს საცხოვრებელის უზრუნველყოფით:
პოზიცია:
- დამფასოებელი;
- ოპერატორი;
- მტვირთავი;
- საწყობის ცვლის მენეჯერის დამხმარე (ღამის ცვლა ან დღის ცვლა);
- მძღოლ – ექსპედიტორი;
- მძღლ ქსპედიტორის დამხმარე;
- ტარის კონტროლიორი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ.
ანაზღაურება : დაკავებული პოზიციდან გამომდინარე – 700 ლარიდან 1600 ლარამდე ხელზე ასაღები + გამომუშავება ან ბონუსი.
განაკვეთი: სრული
უნარები:
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ზემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „სეზონური დასაქმება“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!