ვაკანსიის აღწერა
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ში რეალიზაციის ბუღალტრის თანამდებობაზე:
პოზიციის სახელწოდება : რეალიზაციის ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ. მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ხელფასი: 950 ლარი ხელზე ასაღები
ფუნქცია – მოვალეობები:
- ადგილზე რეალიზაციის რეესტრის წარმოება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალსა და 1C-ში მუშაობა;
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- დღიური ანგარიშგებების წარმოება;
მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:
- სასურველია პროგრამა 1C-ში და RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამები: MS office (Excel, Word, Outlook);
- კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე Hr@ge.lactalis.com,
გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „რეალიზაციის ბუღალტერი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.