ვაკანსიის აღწერა
კომპანია შპს “ ლაქტალის ჯორჯია“ (SANTE. PRESIDENT, SANEBO) აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე ახალციხის რეგიონში :
სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განრიგი – კვირაში 6 დღე / დასვენების დღე – ხუთშაბათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი (1100 ლარიდან – 1650 ლარამდე);
ძირითადი მოვალეობები:
აღნიშნულ პოზიციაზე მომუშავე პირი პასუხისმგებელია პარტნიორ ორგანიზაციაში კომპანიის პროდუქციის სწორ პოზიციონირებაზე, ვიზუალურ იერსახეზე, სწორ პირობებში შენახვაზე, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისათვის კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის დროულ მიწოდებაზე, მათი მარაგების და კომპანიასთან დროული ანგარიშწორების კონტროლზე.
- კლიენტების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი შეკვეთის დროული გადაცემა;
- დახლებზე/ თაროებზე კომპანიის პროდუქციის განლაგების, იერსახის (Facing) და ჰიგიენური წესების დაცვის კონტროლი;
- სადისტრიბუციო ქსელში არსებული სიტუაციის სისტემატური კონტროლი და შესაბამისი რეპორტინგი/ანალიზი;
- დებიტორული დავალიანების კონტროლი;
- ქსელში პროდუქციის განლაგების შესახებ ახალი ინიციატივებისა და შეთავაზებების წარდგენა;
- მობრუნებული პროდუქციის აღრიცხვა და ლიმიტების კონტროლი;
- Must to be range -ების დადგენა და კონტროლი;
- სადისტრიბუციო ქსელში არსებული სიტუაციის მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტინგი;
- პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია სავალდებულოა;
- საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- რუსული და სომხური ენების ცოდნა სასურველია;
პიროვნული თვისებები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:
- განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „პრისეილერი“ და რეგიონი, ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!