ვაკანსიის აღწერა
კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწარმოში:
პოზიცია: ოსტატი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ.
ანაზღაურება : 900 ხელზე ასაღები
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოს დაწყებამდე მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.(პროდუქტის სახოება ,პარტიის ნომერი და ა.შ);
- დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, შესადედებელი პროდუქციის შედედების,კონსისტენციის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
- ოსტატის განკარგულებაში მყოფი თბილი კამერების გამართულად მუშაობის კონტროლი;
- სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მუდმივი კონტროლი;
- ნედლეულის, შესაფუთი და დამხმარე მასალების მარაგების ხარჯვის კონტროლი;
- უბანზე არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება წარმოებაში სასურველია მაგრამ არა აუცილებელი;
- გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, შევასწავლით ადგილზე.
უნარები:
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა / კვება (კონმპანიის პროდუქცია)
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „ოსტატი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!