ვაკანსიის აღწერა
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთ ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში – ლოგისტიკის პროექტების მენეჯერის (Logistics Project Manager) თანამდებობაზე:
კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
მიმართულება: ლოგისტიკა;
დეპარტამენტი: საწყობი/ლოგისტიკა;
პოზიცია : ლოგისტიკის პროექტების მენეჯერი (Project manager) / კარიერული განვითარების პერსპქეტივით.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- კაპიტალური დანახარჯების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური შეხვედრების გამართვა სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
- დაქირავებული კონტრაქტორების კონტროლი;
- ქვეკონტრაქტორებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიის შიგნით, სხვადასხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა;
- საპროექტო გუნდის დახმარება პროექტების განხორციელებაში;
- პროექტების მართვის ინსტრუმენტების გამოყენება;
- საუკეთესო პრაქტიკების/გაიდლაინების/ჩანაწერების შექმნა და შეგროვება სპეციალურ ბაზაში;
- პროექტის აღწერის მომზადება, ნახაზების შედგენა და კომერციული წინადადების მოძიება;
- დოკუმენტების კონტროლი (კონტრაქტი, კომერციული წინადადება, გადახდის გრაფიკი, მიღება ჩაბარების აქტები და ა.შ);
- შიდა დოკუმენტაციის მომზადება და გაგზავნა სხვადასხვა დეპარტამენტებში;
- ანგარიშის მიღება და დამუშავება სხვადასხვა დეპარტამენტებისგან;
- ახალი მომწოდებლების მოძიებაში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:
- სასაწყობე ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- უცხო ენების ცოდნა: ინლგლისური – С1 დონე, რუსული – B2 დონე;
- კომპიუტერული პროგრამები: Excel, AutoCAD, MS office;
- კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.
დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61 . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – “ – ლოგისტიკის პროექტების მენეჯერი (Logistics Project Manager) ”
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ გისურვებთ წარმატებას!