Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
მუდმივი
  • გამოქვეყნების თარიღი: მაისი 20, 2022
ვაკანსიის აღწერა

კომპანია შპს  “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწარმოში

პოზიცია: მტვირთავი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ.

ანაზღაურება : 700 /  800 ლარი ხელზე ასაღები + გამომუშავება

განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შეფუთვა, პალეტებზე დალაგება, მზა პროდუქციის საწყობში გადატანა;
  • სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (პალეტი, ტარა და ა.შ) ;
  • საამქროს საწყობიდან საჭირო შესაფუთი მასალების მომზადება (ჭიქა,თავსახური,ყუთები და ა.შ)

უნარები:

  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

ბენეფიტები:

ჯანმრთელობის დაზღვევა / კვება კოპანიის პროდქუციით / ტრანსპორტირება

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა, ან მიყევით ფორმის ქვემოთ არსებულ ინსტრუქციას.


გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ  წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com,   გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის  თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „მტვირთავი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!