Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი
  • გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 11, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში  – ადამიანური რესურსების მენეჯერის (წარმოების მიმართულება) თანამდებობაზე:

კომპანია შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან  ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

ვაკანსია : ადამიანური რესურსების მენეჯერი (წარმოების მიმართულება)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაო განრიგი:  9:00 – 18:00  (შაბათ – კვირას დასვენება)

ფუნქცია – მოვალეობები:

  • შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა – საჭიროების განსაზღვრა, განცხადებების გამოქვეყნება / შემოსულის გადარჩევა, გასაუბრება და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების მართვა;
  • ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული ფუნქციის შესრულება / ანგარიშგება (პირადი საქმეები, ბრძანებები/დანართები, სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტები); მათ შორის მუდმივი განახლება სამუშაო პირობების ცვლილებისას და პროგრამული ასახვა (1С);
  • თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვა, ტაბელირება და სამუშაო მოცდენის მიზეზების კონტროლი, მონიტორინგი და აღრიცხვა (შვებულება, ბიულეტენი, გაცდენა);
  • თანამშრომლების ხელფასების და ბენეფიტების მართვა;
  • პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი თანამშრომლების განვითარების და ტრენინგების გეგმის შემუშავება, ორგანიზება / განხორციელება და შედეგების ანალიტიკა;
  • სახელფასო პროცედურის განხორციელება: სახელფასო ბადის მართვა – კონტროლი, ჩარიცხვებისათვის ინფორმაციის კონსოლიდირება;
  • ბიუჯეტირებაში უშუალო მონაწილების მიღება წარმოების მიმართულებით;
  • დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით ხელფასების / ხარჯების მონიტორინგი და ანალიტიკა;
  • რეპორტინგი და ანალიტიკა წარმოების მიმართულებით – როგორც კომპანიაში საერთო მიღებული ფორმების მიხედვით, ასევე, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე ანგარიშგების წარმოება მომიჯნავე დეპარტამენტებთან და ფუნქციურ ხელმძღვანელობასთან.

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (სამუშაო გამოცდილება Excel-თან მიმართებაში მნიშვნელოვანია);
  • უცხო ენები : ინგლისური და რუსული (С1);
  • გამოცდილება წარმოების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. ადამიანური რესურსების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2-3 წლისა.

პიროვნული თვისებები:

  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე და დეტალებზე ორიენტირებული.

 ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურობას და გრძელვადიან ურთიერთობას;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ბენეფიტების და პრივილეგიების პაკეტს;
  • განვითარებას და საინტერესო სამუშაო პერსპექტივას.

პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი წარმოების თანამშრომლების რაოდენობა 150.

დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com   ან დარეკოთ ნომერზე  599553305 . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება : „ადამიანური რესურსების მენეჯერი“  

 

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ გისურვებთ წარმატებას!