Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
შტატი
  • გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 22, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპსლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი –  https://lactalis.com.ge/  ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილი  ბრენდებს,  როგორებიცაა:  „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს სანტე ჯიემთი პროდუქტები”- კომპანიაში  HACCP მენეჯერი თანამდებობაზე:

კომპანია შპსსანტე ჯიემთი პროდუქტები (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი,  თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

პოზიცია : HACCP მენეჯერი

ადგილმდებარეობა: . თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • HACCP და ISO სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავება და მართვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება სანიტარიისა და ჰიგიენის კუთხით;
  • პრერეკვიზიტული პროგრამების დაგეგმვა და აქტუალიზაცია;
  • კომპანიაში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, ასევე სანიტარული კუთხით აუდიტების გეგმის შედგენა, მათი ჩატარება, რეკომენდაციების მიცემა და შემდეგ მათი კონტროლი;
  • შესყიდული ნედლეულის და ინგრედიენტების სპეციფიკაციების და სერტიფიკატების კონტროლი.

დოკუმენტაცია და კომუნიკაცია:

  • სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროცედურების გაწერა, მათი კონტროლი და დოკუმნტაციის წარმოება;
  • პერსონალთან მუშაობა და ტრენინგების ჩატარება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით;

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • გავლილი უნდა ქონდეს HACCP-ის პროგრამის ტრენინგი/სწავლება;
  • HACCP-ის სტანდარტების დანერგვის, მხარდაჭერის და უზრუნველყოფის გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური – С1 დონე, რუსული – B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამები: Excel, MS office;
  • კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის უნარი, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

დაინტერესებულმა პირებმა   უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ   CV ელ-ფოსტაზე: HR@ge.lactalis.com ან დარეკოთ ნომერზე  591 12 83 61 . გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდებაHACCP მენეჯერი“

“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” გისურვებთ წარმატებას!