ვაკანსიის აღწერა
კომპანია “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
“სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწყობში
პოზიცია: ელექტრო დამტვირთავის მძღოლი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სამუშაო დრო:
- 11:00 დან 19:00მდე :
ანაზღაურება: 850 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღებისას მიღებული პროდუქციის დაბინავება;
- საწყობიდან პროდუქციის გაცემისას პროდუქციის გატანა და სადისტრიბუციო მანქანაში ჩატვირთვა;
- პროდუქციის სწორი განლაგება-დასაწყობება;
- ელექტრო დამტვირთავის გამოყენება დადგენილი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
- საწყობში ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენური წესების დაცვა და კონტროლი;
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;
- დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა;
ბენეფიტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა, ან მიყევით ფორმის ქვემოთ არსებულ ინსტრუქციას.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „ელექტო დამტვირთავის მძღოლი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61 / ცხელი ხაზი 0322241241.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!