ვაკანსიის აღწერა
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფილოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე.
კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
მიმართულება: დისტრიბუცია.
პოზიცია: მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: 1100 – 1200 ლარი ხელზე ასაღები (ფიქსირებული 70% / ბონუსი 30%);
დამატებითი ანაზღურება:
- C კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეთათვის (ყოველთვიურად) 100 ლარი;
- სტაბილურად მზარდი ბონუსი ნამუშევარი სტაჟის გათვალისწინებით (ყოველთვიურად).
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საკომუნიკაციო კორპორატიული ქსელში ჩართვა;
- Fitpass-ით სარგებლობა;
- C კატეგორიის მართვის მოწმობის აღების ხელშეწყობის უფასო პროგრამა.
ძირითადი მოვალეობები:
- სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტიზირებული პროდუქციით დატვირთვა;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა.
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- მძღოლ-ექსპედიტორად დაწინანაურებისთვის სასურველია ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია (კომპანიაში მოქმედებეს C კატეგორიის მართვის მოწმობის აღების ხელშემწყობის უფასო პროგრამა);
დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!