Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი
  • გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 16, 2022
ვაკანსიის აღწერა

კომპანია შპს  “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ტარის საწყობში

პოზიცია: ტარის კონტროლიორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ.

ანაზღაურება : 700 + ბონუსი (ინვეტრაიზაციის შედეგის მიხედვით) .

განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოებისაგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ტარის მიწოდების ორგანიზება-უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
  • ყოველდღიურად ტარის აღრიცხვა სახეობების მიხედვით ნაშთების მუდმივი კონტროლი და აღიცხვა;
  • დისტრიბუტორის მიერ სარეალიზაციო ქსელიდან მობრუნებული ტარის დათვლა, დისტრიბუტორთან ერთად ტარის შემოსავლის ორდერზე ვიზირება და ტარის დასაწყობება;
  • საწყობში შესაბამისი პირობების დაცვის უზრუნველყოფა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე, ჰიგიენა და ა.შ.);
  • საწყობში უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება წარმოებაში სასურველია მაგრამ არა აუცილებელი;
  • გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, შევასწავლით ადგილზე.

უნარები:

  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

ბენეფიტები:

ჯანმრთელობის დაზღვევა / კვება კონმპანიის პროდუქტით

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ  წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com,   გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის  თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „ტარის კონტროლიორი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!