ვაკანსიის აღწერა
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“,“სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას თბილისის ქსელში ყველის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
პოზიციის სახელწოდება :ყველის მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილმდებარეობა: – ქ. თბილისის ქსელი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი / 910 ლარი ხელზე ასაღები.
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე / დასვენების დღე – კვირა
სამუშაო დრო
- ორშაბათი – პარასკევის ჩთ: 09:00 – 17:00.
- შაბათი: – 09:00 – 15:00;
ძირითადი მოვალეობები:
- წონის ყველის დაჭრა, შეფუთვა, გასტიკერება;
- ობიექტებზე საქონლის პოზიციონირება, მერჩენდაიზინგი;
- თაროზე სარეკალამო მასალების განლაგება;
- თარეობზე პროდუქციის განლაგება, ფასებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
პიროვნული თვისებები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა, კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:
- განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
- კორპორატიული ნომერი;
- საწვავით უზრუნველყოფა.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ყველის მერჩენდაიზერი / თბილისის ქსელი“ ან დარეკოთ ნომერზე 591128361.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!