Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი მუდმივი
  • გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 1, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/  ფრანგული ჯგუფი, მსოფიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილი  ბრენდებს,  როგორებიცაა:  „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“,“სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ში ბიზნეს განვითარების ანალიტიკოსის თანამდებობაზე:


პოზიციის სახელწოდება : ბიზნეს განვითარების ანალიტიკოსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ. მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ – კვირა დასვენება), პარასკევი (დისტანციურად მუშაობის საშუალება)

ფუნქცია – მოვალეობები:

  • კომპანიის გაყიდვების (რეალიზაციის) საინფრომაციო ბაზის შექმნა-დამუშავება და ანალიზი;
  • გაყიდვების მონაცემების დამუშავება – მონაცემთა ბაზების და რეპორტების დონეზე;
  • ფასების მონიტორინგი ბაზარზე;
  • პროდუქციის თაროზე განლაგების ბაზების დონეზე კონტროლი და რეპორტების გენერირება;
  • სხვადასხვა სტატისტიკური რეპორტების მოდელირება, ავტომატიზაცია, ინტეგრირება.
  • კომპანიის ოპერირების სფეროში მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • მონაცემთა ბაზების მუდმივი მონიტორინგი და მოდიფიცირება.

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • გაყიდვების ანალიზის გამოცდილება;
  • EXCEL – Advanced დონე;
  • MS SQL – მუშაობის გამოცდილება (საბაზისო ცოდნა);
  • FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენები: ინგლისური ენა – C1 – (advanced).

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.

გაცნობებთ, შპს ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე Hr@ge.lactalis.com,

გთხოვთ  ელ.  წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – ” ბიზნეს განვითარების ანალიტიკოსი“   ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!