Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
მუდმივი
  • გამოქვეყნების თარიღი: მაისი 16, 2022
ვაკანსიის აღწერა

შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას მატერიალური საწყობის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია – მოვალეობები:

  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე პროდუქციის მიღება-აღრიცხვა;
  • მიღებული პროდუქციის აღრიცხვა და წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროდუქციის დასაწყობება-შენახვა ასორტიმენტის მიხედვით;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, განლაგება, სისუფთავე და ა.შ.) და შესაბამისი აღნიშვნების წარმოება;
  • საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, მათი მუდმივი აღრიცხვა;
  • საწყობში სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა, სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე პროდუქციის  გაცემა;
  • საწყობში / დან პროდუქციის მიღება – გაცემისას FIFO პრინციპის დაცვა;
  • პროდუქციის ხარჯვის კონტროლი, მენეჯმენტთან შეთანხმებით;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული  რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

 

მოთხოვნები და უნარები:

  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

 

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ  წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com,   გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის  თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „მატერიალური საწყობის მენეჯერი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!