ვაკანსიის აღწერა
კომპანია “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრია – https://www.lactalis-international.com). ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.
“სანტე ჯი ემ თი პროდუქტები“ აცხადებს გრძელვადიან 6 თვიან სტაჟირებას წარმოებაში შემდგომი დასაქმებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე 10 კმ (ისთ ფოინთის მიმდებარედ)
რძის წარმოების ინდუსტრიულ სფეროში განვითარების სურვილის შემთხვევაში, სტაჟირების პერიოდში მოხდება პროცესებში უშუალო ჩართულობა და მრავალმხრივი გამოცდილების შეძენა.
გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ და მეგობრული გუნდის წევრობას.
მოთხოვნები:
- განათლება უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების განხრით)
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული
- პუნქტუალური და შრომისმოყვარე
- გუნდური მუშაობის უნარი
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა, ან მიყევით ფორმის ქვემოთ არსებულ ინსტრუქციას.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „სტაჟორი წარმოებაში“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!