ვაკანსიის აღწერა
“ლაქტალის ჯორჯია” (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
- საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
- საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;
მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;
- დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო დრო და ადგილმდებარეობა:
სამუშაო დრო: დღის ცვლა ორშაბათიდან შაბათი, 06:00 – 14:00 საათი;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეტის გზატკეცილი მე-10 კმ.
ბენეფიტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა / კორპორატიული ნომერი / ტრანსპორტირება დილით;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ან დარეკოთ ნომერზე: 591 12 83 61.
გაცნობებთ, რომ “ლაქტალის ჯორჯიას” მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.