Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
მუდმივი
  • გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 20, 2022
ვაკანსიის აღწერა

კომპანია “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

 

“სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწყობში დაწინაურების პერსპექტივით

პოზიცია: საწყობის ცვლის მენეჯერის დამხმარე – დღის და ღამის ცვლაში:

  1. სამუშაო დრო: ღამის ცვლის მენეჯერის დამხმარე – ღამის ცვლაში მორიგეობა დღეგამოშვებით /   20:00 -06:00 საათი
  2. სამუშაო დრო: დღის ცვლის მენეჯერის დამხმარე – დღის ცვლა ორშაბათიდან შაბათის ჩთ.   /   06:00 – 14:00  საათი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

ანაზღაურება:

ღამის ცვლის მენეჯერის დამხმარე:

ფიქსირებული ხელფასი  620 ლარი + ბონუსი 300 ლარიდან  (აწყობილი პროდუქციის მიხედვით);

დღის ცვლის მენეჯერის დამხმარე:

ფიქსირებული ხელფასი  731 ლარი  + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
  • საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;

 მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;
  • დისციპლინა, დეტალებისადმი ყურადღება, პასუხისმგებლობის გრძნობა;

ბენეფიტი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა / კორპორატიული ნომერი / კვება

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ფორმა, ან მიყევით ფორმის ქვემოთ არსებულ ინსტრუქციას.

 

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ  წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com,   გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის  თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „საწყობის ცვლის მენეჯერის დამხმარე“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!