ვაკანსიის აღწერა
შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანი რძის პროდუქტების წარმოებაში) რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“, “სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას ქსელის მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივით;.
პოზიციის სახელწოდება : ქსელის მერჩენდაიზერი
სამუშაო ადგილმდებარეობა: – ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1035 ლარი ხელზე ასაღები;
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 დღე / დასვენების დღე – კვირა
სამუშაო დრო
- ორშაბათი – პარასკევის ჩთ: 09:00 – 17:00.
- შაბათი: – 09:00 – 14:00;
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტზე საქონლის პოზიციონირება;
- თაროზე პროდუქციის განლაგება, ფასებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული თვისებები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა და Fitpass-ით სარგებლობა გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ;
- კორპორატიული ნომერი.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ქსელის მერჩენდაიზერი/თბილისი“ ან დარეკოთ ნომერზე 591128361.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!