ვაკანსიის აღწერა
“ლაქტალის ჯორჯია” (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
სტრუქტურული ერთეული: ხაჭოს საამქრო
განაკვეთი: სრული, წარმოების პროცესის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება. (შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ);
- მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
- სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების გაშვება; (გადაწყობა სხვადასხვა ფორმატზე შეკვეთის შესაბამისად);
- დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი;
- სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება, დასუფთავება, გარეგანი რეცხვა დამუშავება სპეციალური სარეცხი, სადეზინფექციო ხსნარებით;
- უბანზე არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
- მოწესრიგებულობა;
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე;
- ოპერატიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.