Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
შტატი
  • გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 3, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/  ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“,“სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ში უმცროსი ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე:


პოზიციის სახელწოდება : უმცროსი ბრენდ მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;

განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი;

სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ – კვირა დასვენება) პარასკევი (დისტანციურად მუშაობის საშუალება).

ფუნქცია – მოვალეობები:

  • ბრენდის/კატეგორიის/პროდუქტის სტრატეგიების განსაზღვრასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინაციით;
  • ბრენდების მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • ბრენდის მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა და ინიცირებული ინოვაციების დროული და ეფექტური ლონჩის მენეჯმენტი უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
  • ბრენდის ხარისხზე ზრუნვა;
  • სადისტრიბუციო ქსელების პერიოდული ანალიზი და აუდიტი;
  • ბრენდის საბაზრო წილის გაზრდაზე ზრუნვა;

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • განათლება: მარკეტინგი, ბიზნესი, მენეჯმენტი – დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალდამთავრებული;
  • არ ეშინია გამოწვევების და სიახლეების;
  • ორიენტირებული განვითარებაზე;
  • ენები: ინგლისური ენა, რუსული ენა (სასურველია)
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

ვთავაზობთ:

  • სტაბილურობას და გრძელვადიან ურთიერთობას;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ბენეფიტების და პრივილეგიების პაკეტს;
  • განვითარებას და საინტერესო სამუშაო პერსპექტივას;

გაცნობებთ, შპს ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ  შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე  შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ.  წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება –  უმცროსი ბრენდ მენეჯერი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!