Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი მუდმივი
  • გამოქვეყნების თარიღი: ოქტომბერი 26, 2023
ვაკანსიის აღწერა

ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული;

ძირითადი მოვალეობები:

  1. კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
  2. კომპანიის ქსელისა და კომპიუტერების გამართული მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
  3. პერიფერიული მოწყობილობების კონფიგურაცია და მონტაჟი;
  4. ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
  5. უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:

  1. მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  2. ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა (TCP/IP, DHCP, DNS, NAT და ა.შ.).
  3. ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
  4. MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა;
  5. უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  6. სერტიფიკატების ფლობა შესაბამის IT სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
  7. სამუშაოს შესრულების სისწრაფე, სიზუსტე, ყურადღება დეტალების მიმართ;
  8. რუსული ენის ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);
  9. ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ-პროფესიული დონეზე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება (IT სპეციალისტი) ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.