Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
შტატი
  • გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 21, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/  ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილ  ბრენდებს,  როგორებიცაა:  „სანტე“, „სანტინო“, „სანტისიმო“,“სანებო“, ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს „ლაქტალის ჯორჯია“-ში ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე:

პოზიციის სახელწოდება : ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

სამუშაო განრიგი: 09:30 -17:30 (შაბათ – კვირა დასვენება), პარასკევი (დისტანციურად მუშაობის საშუალება)

ფუნქცია – მოვალეობები:

კომპანიის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შესაბამისად ადამიანური რესურსებისა (სახელფასო, საბონუსე, სხვა სამოტივაციო) და ადმინისტრაციული (საოფისე საკანცელარიო, სარემონტო და სხვა) ბიუჯეტის დაგეგმვას, ანალიზს, რეკომენდაციებს და კონტროლს დათქმულ ვადაში;
  • ადამიანური რესურსების სამსახურის სრული ციკლის მართვა საქართველოს შრომითი კანონმდებლობით და ლაქტალისის ჯგუფის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად (პერსონალის შერჩევა/დაქირავება/ტრენინგები და განვითარება/ინდივიდუალური და ორგანიზაციული მუშაობის ეფექტურობის შეფასება/გათავისუფლება/ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტების წარმოება, მაჩვენებლების ანალიზი და გადახრების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციების შემუშავება, მართვა და აღსრულების კონტროლი);
  • თანამშრომელთა ჩართულობის კვლევების ორგანიზება (შედეგების ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება/სრულყოფა და აღსრულების კონტროლი);
  • ზრუნვა კომპანიის შიდა და გარე იმიჯზე (დამსაქმებლის ბრენდის პოზიციონირება: სტრატეგიის შემუშავება/სრულყოფა და აღსრულების კონტროლი);
  • ზრუნვა თანამშრომელთა მოტივაციაზე, შრომის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე (არსებული ბენეფიტების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევის) მართვა, რეკომენდაციების შემუშავება, ახალი ბენეფიტების მოძიება, რეკომენდება, ბიუჯეტირება, მაჩვენებლების ანალიზი და მართვა);
  • კომუნიკაცია კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და შესაბამისი განხრით (საკადრო და ადმინისტრაციული) კონტრაქტორებთან;
  • კომუნიკაცია ტექნიკური გამართულობისათვის საჭირო სხვადასხვა პარტნიორებთან (პროცესების დაგეგმვა, მართვა და აღსრულების კონტროლი);
  • სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა (პროცესების კონტროლი);
  • კომპანიის ბიზნეს გეგმებისა და სტრატეგიის აღსრულებისათვის საჭირო სხვადასხვა პროცესებში ჩართულობა.

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში(სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე) შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით;
  • EXCEL – Advanced დონე;
  • FMCG სექტორში/საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენები: ქართული, ინგლისური ენა – C1 – (advanced), რუსული ენის ცოდნა (სასურველია)

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.

გაცნობებთ, შპს ლაქტალის ჯორჯია“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე  შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე Hr@ge.lactalis.com, გთხოვთ,  ელ.  წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება– „ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი“   ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!