Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი
  • გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 5, 2022
ვაკანსიის აღწერა

შპსლაქტალის ჯორჯია  https://lactalis.com.ge/ (Galbani, President, Parmalat) აცხადებს ვაკანსიას მეურნეობის სამსახურის სპეციალისტი.

ადგილმდებარეობა: . თბილისი, კახეთის გზატკეცილი, მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

 

სამუშაო განრიგი: 09:00 -18:00 (შაბათ კვირა დასვენება)

 

მოვალეობები:

  • სამსახურის სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება, რეკომენდაციების შემუშავება/დანერგვა/მართვა/კონტროლი და რეპორტინგი; სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და ბიუჯეტის ეფექტური მიზნობრივი განკარგვა / ხარჯების კონტროლი;
  • სეპარირებული ნარჩენების  (მუყაო, ტარა და ა.შ.) დაასაწყობება, პროგრამული ასახვა და რეალიზაციის წყაროების მოძიება (პრიორიტეტული მიმართულებაა);
  • სახელმწიფო რეგულაციებით რეკომენდებული მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • კომპანიის გამართული ფუნქციონირების საფრთხეების პროგნოზირებაში მონაწილეობის მიღება, კომპანიის ქონების ფიზიკურ დაცვაში ადვილად მოწყვლადი უბნების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გატარებაში მონაწილეობა (სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებულად);
  • კომპანიის შიდა ტერიტორიისა (ეზო) და გარე პერიმეტრის წესრიგის უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან ურთიერთქმედების გზით;
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო და ფუნქციურ ხელმძღვანელებთან.

 

მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა 1С  ის ცოდნა სასურველია მაგრამ არა სავალდებულო;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

 

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – მეურნეობის სამსახურის სპეციალისტი.   ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!