Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
თბილისი
  • გამოქვეყნების თარიღი: მაისი 10, 2023
ვაკანსიის აღწერა

შპს „ლაქტალის ჯორჯია“ (LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/  ფრანგული ჯგუფი, მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერი კომპანია რძის წარმოებაში) რომელიც  აერთიანებს ისეთ  ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  „SANTE“ ,,President”, ,,Galbani”, ,,Parmalat“. აცხადებს ვაკანსიას შპს “სანტე ჯი–ემ–თი პროდუქტები”-ს კომპანიაში მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr)  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი, თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

მიმართულება: დისტრიბუცია.

პოზიცია: მძღოლ-ექსპედიტორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება:  1600 ლარიდან 1800 ლარამდე  (50% ფიქსირებული / 50% ბონუსი);

დამატებით ანაზღაურება:

  • C კატეგორიის მართვის მოწმობის მქონეთათვის (ყოველთვიურად) 100 ლარი;
  • სტაბილურად მზარდი ბონუსი სტაჟის გათვალისწინებით (ყოველთვიურად);

 ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • საკომუნიკაციო კორპორატიული ქსელში ჩართვა;
  • Fitpass-ით სარგებლობა;
  • C კატეგორიის მართვის მოწმობის აღების ხელშეწყობის უფასო პროგრამა.

ფუნქცია – მოვალეობები:

  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშაულების წინასწარ პალეტიზებული პროდუქციით დატვირთვა და ბორტზე სწორად განლაგება (დამხმარე პერსონალთან ერთად);
  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალებით პროდუქციის ქსელში გადატვირთვა / ჩამოტვირთვა (დამხმარე პერსონალთან ერთად) და პასუხისმგებელი პირისთვის ჩაბარება ზედნადების საფუძველზე.

მოთხოვნები და უნარები:

  • სასუველია C კატეგორის ავტომობილის მართვის მოწმობა (კომპანიაში მოქმედებეს C კატეგორიის მართვის მოწმობის აღების ხელშემწყობი უფასო პროგრამა);
  • დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ ზემოთ მოყვანილი ველები, ასევე  წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com  ან დარეკოთ ნომერზე  591 12 83 61. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – “ მძღოლექსპედიტორი“

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!