ვაკანსიის აღწერა
კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას – არგონის შემდუღებელის (ადგილზე შესწავლით) თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველ დილით ტექნიკური შემოვლის შემდეგ უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
- ხარისხიანი შედუღებების უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებით დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- თანამდებობის შესაბამისი ტექნიკური უნარ ჩვევები;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება.
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორატიული მობილური ნომერი.
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება – „არგონის შემდუღებელი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!