Lactalis

Eng | Geo

ამ ვაკანსიაზე განაცხადის შეტანის დრო ამოიწურა.
ვაკანსიის ვადა ამოიწურა
  • გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 14, 2022
ვაკანსიის აღწერა

კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” (2016 წლიდან LACTALIS ჯგუფის წევრი – https://lactalis.com.ge/ )  ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.

პოზიციის სახელწოდება : ადმინისტრაციული ასისტენტი (რეცეფცია)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკ. მე-10 კმ.

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: 700 ლარი ხელზე ასაღები

სამუშაო განრიგი: 09:00 -18:00 (შაბათ – კვირა დასვენება)

ფუნქცია – მოვალეობები:

  • შიდა და გარე სატელეფონო ზარებისა და კორესპონდენციის (მათ შორის ელექტრონული ფოსტით მოსული დოკუმენტაციის) მიღება-გაგზავნა-გადამისამართება-დაარქივება;
  • ვიზიტორთა მიღება/გადამისამართება;
  • სამუშაოს მაძიებლების პირველადი ანკეტირება და მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;
  • ადმინისტრაციული საკითხების შესრულება/კონტროლი და თანამშრომელთა დახმარება;
  • უშუალო მენეჯერის დავალებით შიდა რეპორტების გაკეთება;

 მოთხოვნები და უნარ – ჩვევები:

  • ენები: ინგლისური ენის წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • Microsoft office: სამომხმარებლო დონე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.

 

გაცნობებთ, შპს სანტე ჯი ემ თი პროდუქტების  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:

პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე hr@ge.lactalis.com, გთხოვთ  ელ.  წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება –  „ადმინისტრაციული ასისტენტი“   ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.