ვაკანსიის აღწერა
კომპანია შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” (2016 წლიდან ლაქტალისის ჯგუფის წევრი – www.lactalis.fr) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას.
შპს “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” აცხადებს ვაკანსიას საწარმოში სხვადასვა საამქროებში:
პოზიცია: დანადგარის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10კმ.
ანაზღაურება : 870 ლარიდან 1100 ლარამდე ხელზე ასაღები + გამომუშავება
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება -შესაფუთი მასალა, ჭიქა, თავსახური და ა.შ;
- მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე მათი ტექნიკური გამართულობის კონტროლი, სპეციალური სისტემებით;
- რეცხვის კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების გაშვება/გადაწყობა სხვადასხვა ფორმატზე საწარმოებელი პროდუქციის შესაბამისად;
- დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
- მანქანა-დანადგარების მუშაობის კონტროლი;
- სარეგისტრაციო ფურცლების შევსება და მათი მუდმივი კონტროლი.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება წარმოებაში სასურველია მაგრამ არა აუცილებელი;
- გამოცდილების არ ქონის შემთხვევაში, შევასწავლით ადგილზე.
უნარები:
- დისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა / კვება კონმპანიის პროდუქტით
გაცნობებთ, შპს „ლაქტალის ჯორჯიას“ და შპს „სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით:
პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე;
დაინტერესებულმა პირებმა, აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ველები, ასევე შეგიძლიათ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com, გთხოვთ ელ. წერილის/განაცხადის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება- „ოპერატორი“ ან დარეკოთ ნომერზე 591 12 83 61.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!